11 მაი 2026
უმაღლეს საბჭოში აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტთან არსებული საკონსულტაციო საბჭო შეიქმნა.
საკონსულტაციო საბჭო უმაღლესი საბჭოს წევრების გარდა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებით დაკოპლექტდა.
საბჭოს ძირითადი ფუნქცია სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მიმართულებით სხვადასხვა აქტუალური საკითხების განხილვა და რეგიონში ამ მიმართულებით გამოწვევების საპასუხოდ რეკომენდაციების მომზადებაა, რომელიც მოგვიანებით უკვე შესაბამის უწყებებს დაეგზავნება.
საკონსულტაციო საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე უხელმძღვანელებს.