ისტორიული დღეა საქართველოსთვის! ვულოცავ ჩვენს ერსა და ეკლესიას ახალი პატრიარქის არჩევას -ცოტნე ანანიძე

11 მაი 2026

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე საქართველოს ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევას ულოცავს

"ისტორიული დღეა საქართველოსთვის! ვულოცავ ჩვენს ერსა და ეკლესიას ახალი პატრიარქის არჩევას. უწმინდესსა და უნეტარეს შიო III ვუსურვებ უფლის წყალობას, დღეგრძელობასა და სულიერ სიმტკიცეს. მჯერა, მისი წინამძღოლობით, ჩვენი ეკლესია კიდევ უფრო განმტკიცდება",- აღნიშნავს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯოდმარე.