საბავშვო ევროვიზია

12 დეკ 2025

ხვალ თბილისი საბავშვო ევროვიზიას უკვე მეორედ უმასპინძლებს. კონკურსის სამზადისი კულმინაციურ ფაზაშია, დღეს 20 საათზე გენერალური რეპეტიცია გაიმართება, რაც ფაქტობრივად ფინალური კონკურსის ანალოგია. 

ანიტა აბგარიანი თავის საკონკურსო სიმღერას შაინ ლაიქსთარ ფინალურ შოუზე მე-15 ნომრად შეასრულებს.

საბავშვო ევროვიზიისთვის მზადება თვეების მანძილზე მიმდინარეობდა, მზადება გრძელდება დღესაც.