11 მაი 2026
ამ წუთებში ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის კიდევ ერთი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე მედია მენეჯერის ადმინისტრაციული დაკავების კანონიერების საკითხს განიხილავს. სასამართლო პროცესზე მზია ამაღლობელის ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს.
სხდომას მედიის წარმომადგენლები და მედია-მენეჯერები ესწრებიან. სხდომის დაწყებამდე სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეები იყვნენ შეკრებილები და მზია ამაღლობელს შეძახილებით დახვდნენ.
ცნობისთვის, 2025 წლის 11 იანვარს მზია ამაღლობელი შინაგან საქმეთა სამინისტროს ბათუმის საქალაქო სამმართველოს შენობის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე დააკავეს.