11 მაი 2026
„გილგამეშიანის“ უნიკალური ხელნაწერის ქართული თარგმანი სტამბოლის ქართულ სავანეში აღმოაჩინეს. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლები თვეების განმავლობაში მუშაობდნენ არქივში, რათა მიხაკო წერეთლის უნიკალური ხელნაწერისთვის მიეკვლიათ.
დღეს ბათუმში ხელნაწერის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც აუდიტორიას ფოტო-ვიდეო სახით წარუდგინეს.
მიხაკო წერეთლის „გილგამეშიანი“ წარმოადგენს, „გილგამეშის ეპოსის“ ერთ-ერთ უპირველეს თარგმანს მსოფლიოში, გერმანულის, ინგლისურისა და ფრანგული ენების შემდეგ. ავტორი თარგმანზე მუშაობდა ლონდონში ბრიტანეთის მუზეუმში.
უძველესი შუამდინარული ეპოსის წერეთლისეული თარგმანი პირველად 1924 წელს კონსტანტინეპოლში გამოიცა, თუმცა საბჭოთა პერიოდში მიუწვდომელი დარჩა საქართველოსთვის.
გილგამეშის ეპოსი, ასურულ-ბაბილონური ლიტერატურის ძეგლია, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც პირველი ეთიკურ-ფილოსოფიური ხასიათის ჟანრი მსოფლიო მწერლობაში და ამასთან, პირველი ლიტერატურული ნაწარმოებიც.