11 მაი 2026
პეტრას ისტორიული ციხე-ქალაქის ტერიტორიაზე სამეურნეო ნაგებობის მიმდინარე საკონსერვაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა.
პროექტი არქეოლოგიური უბნების კონსერვაციის პროცესის გაგრძელებაა, რომლის პირველი და მეორე ეტაპი გასულ წლებში განხორციელდა და მოიცავდა ციხის ტერიტორიაზე არსებული სამნავიანი ბაზილიკის, აბანოს, ციხის შიდა კედლისა და წყლის რეზერვუარის კონსერვაცია-რეაბილიტაციას.
მიმდინარე სამუშაოებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ.
პროექტი სააგენტოს ორგანიზებით განხორციელდა და ბიუჯეტიდან 130 000 ლარია გამოყოფილი.