საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი სლოვაკეთში  

11 მაი 2026

სლოვაკეთში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი  დაიწყო. ამ წუთებში შალვა პაპუაშვილი სლოვაკეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ხვდება. ასევე ჩანიშნულია ორმხრივი შეხვედრები  სლოვაკ კანონმდებლებთან.   

ცნობილია, რომ  შეხვედრებზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ისაუბრებს როგორც ორი ქვეყნის ურთიერთობაზე, მათ შორის საპარლამენტო ურთიერთობების გაძლიერებაზე, ასევე საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე.

პირისპირ შეხვედრის დასრულების შემდეგ ორი ქვეყნის კანონმდებლის პოლიტიკურ გზავნილები პრესკონფერენციაზე გაჟღერდება

პარლამენტის თავმჯდომარეები მედიისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ. სლოვაკეთში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში არიან პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე  და ფრაქცია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე.

დაგეგმილია კოლეგებთან შეხვედრები, რაც ქართველი დეპუტატების განცხადებით  ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობას კიდევ უფრო განამტკიცებს. 

მხარეები ერთმანეთს სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორისაა განათლება, ტურიზმი გამოცდილებას გაუზიარებენ.