10 მაი 2026
აჭარის რეგიონში, ანტინარკოტიკული კამპანიის „მე მომავალში“ ფარგლებში, შერეულ ფრენბურთში ჩემპიონატის მეორე ეტაპი მიმდინარეობს.
ტურნირი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ინიციატივით, მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლე-ში ტარდება.
ჩემპიონატში, სადაც აჭარის რეგიონის 15 სკოლის ნაკრები გუნდი ასპარეზობს, 4 ფინალისტი გამოვლინდება.