ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

11 დეკ 2025

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.

ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, ორთაბათუმი-წიქარეულის მიმართულებით 1,2 კმ საავტომობილო გზაზე ასფალტ-ბეტონის საფარი მოეწყო.

გაკეთდა სანიაღვრე არხები. დაიგო ორფენიანი ასფალტის საფარი.  ასევე, სავალი ნაწილის ჰორიზონტალური მონიშვნა განხორციელდა. 

რეაბილიტირებული გზა ორთაბათუმის ადმინისტრაციულ ერთეულს სოფელ წიქარეულთან აკავშირებს. განახლებული გზით 150-მდე ადგილობრივი ოჯახი შეძლებს გადაადგილებას.

 

ინფორმაციას აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.