ლადო სეიდიშვილის ნეშტი ბათუმის ღვთსმშობლის ტაძრის ეზოში გადმოასვენეს

10 მაი 2026

ქართველი მწერლის, მხატვრისა და საზოგადო მოღვაწის ლადო სეიდიშვილის ნეშტი ბათუმის ღვთსმშობლის ტაძრის ეზოში გადმოასვენეს.

დაკრძალვის ცერემონიაზე ლადო სეიდიშვილის ოჯახი, მეგობრები, მწერლები და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები შეიკრიბნენ.  

მოგვიანებით კი მწერალთა სახლში გადაინაცვლეს, სადაც მისი ახლადგამოცემული წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. აჩვენეს ლადო სეიდიშვილის ცხოვრების შესახებ გადაღებული ფილმი.

ლადო სეიდიშვილი დაიბადა ბათუმში, ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე მუშაობდა ბათუმსა და თბილისში.

მისი ფერწერული ტილოების  ნაწილი სხვა ქვეყნების მუზეუმებშია, მათ შორის  რამდენიმე ნამუშევარი ამერიკაში ხელოვნების მუზეუმშია დაცული. ლადო სეიდიშვილი წერდა ლირიკულ პოემებს, ასევე პიესებს, რომელთა მიხედვით ბათუმის თეატრში სპექტაკლები დაიდგა.

იყო რედაქტორი და არქიტექტორი. ბოლო წლებში  საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბათუმის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მთავარი არქიტექტორი.

ლადო სეიდიშვილი იყო ასევე  მწერალთა კავშირის წევრი და მხატვართა კავშირს ხელმძღვანელი. მიღებული აქვს მემედ აბაშიძის სახელობის პრემია.  ლადო სეიდიშვილი 79 წლის ასაკში 2010 წელს გარდაიცვალა.