საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 142-ე კათოლიკოს-პატრიარქს ხვალ აირჩევს

10 მაი 2026

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 142-ე კათოლიკოს-პატრიარქს ხვალ აირჩევს. გაფართოებული კრება, სამების საკათედრო ტაძარში 13:00 საათზე დაიწყება.

უკვე ცნობილია, რომ კრებაზე სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა ექნებათ სამი საპატრიარქო კანდიდატის ეპარქიების წარმომადგენლებს, ასევე, თითოეული ეპარქიის დელეგატებს.

ამის შემდეგ გაიმართება კენჭისყრა, რომელშიც მონაწილეობას იღებენ მხოლოდ მღვდელმთავრები. თუ პატრიარქობის 3 კანდიდატიდან ერთი 20 ხმას მიიღებს, მეორე ტური არ გაიმართება. თუ ვერც ერთი კანდიდატი ვერ მიიღებს 20 ხმას, მაშინ უპირატესი რჩება და მომავალ პატრიარქს 39 ეპისკოპოსი დარჩენილ ორ მღვდელმთავარს შორის ამოირჩევს.