10 მაი 2026
სომხეთის განადგურების ან მისთვის დამოუკიდებლობის წართმევის განზრახვა არ გვქონდა, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა.
მისი თქმით, ევროპელი დამკვირვებლები თავს ისე წარმოაჩენენ, თითქოს სომხეთს აზერბაიჯანისგან იცავენ, სინამდვილეში კი სომხეთს ეს არ სჭირდება.
„ევროპელი ე.წ. დამკვირვებლები დღეს, თითქოს, ისევ აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვრის მონიტორინგს ახორციელებენ. მე მაშინაც ვამბობდი: თუ ჩვენ ერთხელ მაინც გავისვრით, მხოლოდ მათ ფეხის გულებს დავინახავთ და იქ მათი კვალიც აღარ დარჩება, მაგრამ ისინი იქცევიან ისე, თითქოს სომხეთს ჩვენგან იცავენ.
სომხეთს ჩვენგან დაცვა არ სჭირდება. ჩვენ მივაღწიეთ იმას, რაც გვინდოდა“, - განაცხადა ალიევმა.