2024 წლის აქციებისას ძალადობისთვის დაკავებულ სპეცრაზმელებს პატიმრობა შეეფარდათ

10 მაი 2026

დაკავებულ სპეცრაზმელებს პატიმრობა შეეფარდათ. 2024 წლის აქციებისას ძალადობისთვის დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების საკითხზე სასამართლომ დახურულ კარს მიღმა იმსჯელა. ყველა მათგანმა სასამართლოს დარბაზში თქვა, რომ აქციაზე თვითნებურად მოქმედებდა.
სხდომას ესწრებოდა ერთ-ერთი დაზარალებული, ზვიად მაისაშვილი, რომელსაც ყოფილმა სპეცრაზმელებმა ბოდიში მოუხადეს. სახელმწიფო ბრალდების ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება და შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვების შემთხვევაში, არ არის გამორიცხული, დაკავებულთა წრე გაფართოვდეს. საკითხს კიდევ ერთხელ გამოეხმაურნენ უმრავლესობაში.