10 მაი 2026
ქართველი მწერლის, მხატვრისა და საზოგადო მოღვაწის ლადო სეიდიშვილის ნეშტი ბათუმის ღვთსმშობლის ტაძრის ეზოში გადმოასვენეს. დაკრძალვის ცერემონიაზე ლადო სეიდიშვილის ოჯახი, მეგობრები, მწერლები და საზოგადოების სხვა წევრები შეიკრიბნენ. ლადო სეიდიშვილი დაიბადა ბათუმში, ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე მუშაობდა ბათუმსა და თბილისში. მისი ფერწერული ტილოების ნაწილი სხვა ქვეყნების მუზეუმებშია, მათ შორის რამდენიმე ნამუშევარი ამერიკაში ხელოვნების მუზეუმშია დაცული. ლადო სეიდიშვილი წერდა ლირიკულ პოემებს, ასევე პიესებს, რომელთა მიხედვით ბათუმის თეატრში სპექტაკლები დაიდგა. იყო რედაქტორი და არქიტექტორი. ბოლო წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბათუმის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მთავარი არქიტექტორი. ლადო სეიდიშვილი ასევე იყო მწერალთა კავშირის წევრი და მხატვართა კავშირს ხელმძღვანელი.