ვლადიმერ პუტინის განცხადებით, უკრაინაში კონფლიქტი დასასრულისკენ მიდის

10 მაი 2026

რუსეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტი დასასრულისკენ მიდის. ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც პუტინი აცხადებს, მზადაა ზელენსკის არა მხოლოდ მოსკოვში, არამედ მესამე ქვეყანაშიც შეხვდეს.

„ვფიქრობ, რომ საქმე დასასრულისკენ მიდის. შეხვედრა შესაძლებელია მესამე ქვეყანაშიც, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მიღწეული იქნება საბოლოო შეთანხმება სამშვიდობო ხელშეკრულებაზე, რომელიც გათვლილი უნდა იყოს გრძელვადიან ისტორიულ პერსპექტივაზე. მონაწილეობა რომ მივიღო ამ ღონისძიებაში ან რაიმეს ხელი მოვაწერო, მაშინ ეს უნდა იყოს საბოლოო წერტილი და არა თავად მოლაპარაკებები“, – განაცხადა პუტინმა.