ავსტრალიაში 16-წლამდე ახალგაზრდებისთვის სოციალური ქსელები აიკრძალა

10 დეკ 2025

ავსტრალიაში 16 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის სოციალურ ქსელებზე წვდომა დღეიდან აიკრძალა.

ამ გადაწყვეტილებით, ავსტრალია გახდა პირველი სახელმწიფო, რომელმაც მსგავსი შეზღუდვა დააწესა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ეს ნაბიჯი ოჯახებისთვის საამაყო დღედ შეაფასა.