09 მაი 2026
ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ 26 თავდასხმაზე აიღო პასუხისმგებლობა, მათ შორის ორი, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ ისრაელის ტერიტორიაზე არსებულ სამიზნეებზე განხორციელდა. ირანის მიერ მხარდაჭერილმა დაჯგუფებამ განაცხადა, რომ გასულ დღეს იერიში მიიტანა ნაჰარიას ქალაქიდან სამხრეთით მდებარე ისრაელის სამხედრო ბაზაზე, ასევე მერონის სამხედრო ბაზაზე. თავის მხრივ, ისრაელმა თავდასხმები განახორციელა ჰეზბოლაზე სამხრეთ ლიბანში. როგორც დაზვერვაში აცხადებენ, დაიბომბა 85-ზე მეტი ობიექტი.