09 მაი 2026
აშშ-ის დაზვერვის დასკვნით, თეირანი შეერთებული შტატების ბლოკადას კიდევ ოთხი თვის განმავლობაში გაუძლებს. ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ოფიციალური პირი აღნიშნავს, რომ სამხედრო ოპერაცია ირანის ლიდერები, ვერ აიძულა კაპიტულაციაზე წასულიყვნენ. დაზვერვის ანალიზის მიხედვით, მიუხედავად ტრამპის მცდელობისა, სპარსეთის ყურეში კონფლიქტი შესაძლოა მალე არ დასრულდეს. „როიტერი“ წერს, რომ ჰორმუზის სრუტესა და მის სიახლოვეს ბოლო დღეებში მასშტაბური შეტაკებები დაფიქსირდა. თავდასხმის სამიზნე გახდა არაბთა გაერთიანებული საამიროებიც.