ბრალი უკვე წაუყენეს და ახლა სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან შსს-ს ყოფილი და მოქმედი თანამშრომლები

09 მაი 2026

სამი ძალადობრივი თავდასხმა და ხუთი დაკავებული - ბრალი უკვე წაუყენეს და ახლა სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან შსს-ს ყოფილი და მოქმედი თანამშრომლები, რომლებსაც ჟურნალისტ გურამ როგავაზე, ოპოზიციონერ პოლიტიკოს ლევან ხაბეიშვილსა და საპროტესტო აქციის მონაწილე ზვიად მაისაშვილზე ძალადობაში ედებათ ბრალი. საკითხს პრემიერ მინისტრი გამოეხმაურა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, სახელმწიფო მაღალი პასუხისმგებლობით მოქმედებს და მნიშვნელოვანია ნებისმიერ სამართალდარღვევაზე რეაგირება.