შეხვედრა ბიზნეს სექტორის წევრებთან

10 დეკ 2025

აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრები ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ და 2025 წელს განხორციელებული პროექტები შეაჯამეს.

ორგანიზატორების განცხადებით,  შეხვედრის მიზანია  რეგიონის ბიზნესსექტორისა და საჯარო უწყებების წარმომადგენელთა გაერთიანება ერთიან პლატფორმაზე — გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობის გასაძლიერებლად.