ვითარება უკრაინაში

09 მაი 2026

რუსული ძალების მიერ უკრაინის ქალაქებზე თავდასხმები გრძელდება. დაიბომბა დნეპროპეტროვსკის ოლქი, სადაც 2 ადამიანი დაიღუპა და 2 დაიჭრა. საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, რუსულმა ძალებმა დარტყმები არტილერიისა და დრონების გამოყენებით განახორციელეს. ალექსანდრ განჟა აცხადებს, რომ ასევე დაიბომბა ნიკოპოლის რაიონული ცენტრი სადაც სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაზიანდა.