09 მაი 2026
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთსა და უკრაინას შორის ზავი შესაძლოა გახანგრძლივდეს. დონალდ ტრამპმა ჟურნალისტის კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, მის მიერ გამოცხადებული სამ დღიანი ზავი უფრო ხანგრძლივი აღმოჩნდეს, დადებითი პასუხი გასცა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ომი ადამიანური დანაკარგების თვალსაზრისით ყველაზე საშინელი მოვლენაა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ცნობისთვის ტრამპმა 8 მაისს უკრაინასა და რუსეთს შორის ომში სამდღიანი ზავი გამოაცხადა. შეთანხმება მხარეებს შორის 1 000 ტყვის გაცვლასაც ითვალისწინებს.