კიკვიძის ვეტერანთა, კულტურისა და დასვენების პარკში მეორე მსოფლიო ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს

09 მაი 2026

კიკვიძის ვეტერანთა, კულტურისა და დასვენების პარკში დილიდან ხალხმრავლობაა.  ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავად ვეტერანების ნაწილი დღეს აქ შეიკრიბა. მეორე მსოფლიო ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს  საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომდგენლებმაც. მთავრობის განკარგულებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 2 000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრები 1 000 ლარს მიიღებენ.