ცენტრალური საარჩევნო კომისია ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებს

09 მაი 2026

ცენტრალური საარჩევნო კომისია ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებს. ამჯერად შეხვედრები გურიის რეგიონში ლანჩხუთსა და ოზურგეთში გაიმართა და მონაწილეობა 200-მდე ახალგაზრდამ მიიღო. საქართველოს არჩევნების ისტორია, ამომრჩევლის როლი და საარჩევნო უფლებები, საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების უპირატესობები და  საარჩევნო პროცესში ახალგაზრდების აქტიური ჩართულობა - შეხვედრების მთავარი სასაუბრო თემა იყო.  ახალგაზრდებთან შეხვედრები 7-8 მაისს გაიმართა.