09 მაი 2026
მორიგი გამოკვლევები სკრინინგის ფართომასშტაბიანი კამპანიის ფარგლებში ამჯერად რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში ჩატარდა.
მოქალაქეებს სრულიად უფასოდ ჩაუტარდათ ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის გამოკვლევები, ასევე არაგადამდები დაავადებების, B და C ჰეპატიტებისა და აივ ინფექციის სკრინინგი.
კვლევების შედეგად გამოვლენილი შემთხვევების შემდგომი დიაგნოსტიკა და მკურნალობა შესაძლებელია ონკოლოგიის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, რომელიც კვლევებისა და მკურნალობის ფინანსურ მხარდაჭერას მოიცავს. არაგადამდები დაავადებების კონტროლი ხელმისაწვდომია პირველადი ჯანდაცვის დონეზე.
სახელმწიფო ასევე სრულად აფინანსებს B და C ჰეპატიტებისა და აივ ინფექციის დიაგნოსტიკასა და თერაპიას. კამპანიის ფარგლებში საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, სკრინინგული ღონისძიებები უკვე ჩატარდა აჭარაში და სხვა რეგიონებში.