09 მაი 2026
„თანამედროვე არგონავტები - საქართველოს გზაჯვარედინი“-ვენეციის 61-ე ბიენალეზე, საქართველოს ეროვნული პავილიონი გაიხსნა. პროექტის ფარგლებში წარმოდგენილია თანამედროვე ტექნიკით შესრულებული ვიზუალური ნამუშევრები და ტრადიციული ფორმატის ნიმუშები. ექსპოზიცია მრავალფეროვანია და მოიცავს ფერწერას, ფოტოგრაფიას, ინსტალაციასა და მულტიმედია არტს. საქართველოს ეროვნულ პავილიონს ქართველი და უცხოელი 17 ხელოვანი წარმოადგენს. ღონისძიებას საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი და საქართველოს ელჩი იტალიის რესპუბლიკაში თამარ ლილუაშვილი დაესწრნენ. საქართველოს ეროვნული პავილიონი კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ გახსნა. ვენეციის 61-ე ბიენალე მიმდინარე წლის 9 მაისიდან 22 ნოემბრამდე გაგრძელდება.