09 მაი 2026
ფაშიზმზე გამარჯვების 81-ე წლისთავთან დაკავშირებით, ხულოში მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალთან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები საქართველოს პარლამენტის წევრი და მოქალაქეები შეიკრიბნენ. მათ მემორიალი გვირგვინებითა და ყვავილებით შეამკეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.