ბათუმის შესახებ სტატია ბრიტანულ სამოგზაურო ჟურნალში

10 დეკ 2025

„გამოსცადე დაუვიწყარი თავგადასავალი ბათუმში” - ბრიტანული სამოგზაურო ჟურნალი ,,ვანდერლასტ" ბათუმის შესახებ სტატიას აქვეყნებს.

სტატია მკითხველს აჭარის ბუნებაში მოგზაურობისკენ მოუწოდებს და ბათუმის ტურისტულ შესაძლებლობებზე საუბრით იწყება, რომელშიც ბათუმთან ერთად ვრცლადაა აღწერილი ადგილობრივი სამზარეულო, აჭარის სამთო-სათავგადასავლო ტურისტული პროდუქტები და ველობილიკები.