ზელენსკიმ გამოსცა ოფიციალური განკარგულება, რომლითაც რუსეთს 9 მაისს მოსკოვში, წითელ მოედანზე, სამხედრო აღლუმის ჩატარების ნება დართო

09 მაი 2026

უკრაინამ ოფიციალურად გამოსცა განკაეგულება, რომ რუსეთს 9 მაისს, ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში, მოსკოვში სამხედრო აღლუმის ჩატარება შეუძლია.

შესაბამისი განკარგულება უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ვებგვერდზეა განთავსებული.

„ჰუმანიტარული მიზნებიდან გამომდინარე, რომლებიც 2026 წლის 8 მაისს ამერიკულ მხარესთან გამართულ მოლაპარაკებებში იყო განსაზღვრული და მრავალრიცხოვანი თხოვნების გათვალისწინებით, ვადგენ: დავუშვათ 2026 წლის 9 მაისს რუსეთის ფედერაციაში, ქალაქ მოსკოვში სამხედრო აღლუმის ჩატარება. აღლუმის დროს (2026 წლის 9 მაისს, კიევის დროით დილის 10:00 საათიდან) მოსკოვის წითელი მოედნის ტერიტორიული კვადრატი გამოირიცხოს უკრაინული შეიარაღების გამოყენების გეგმიდან“, – ნათქვამია ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულებაში.

ზელენსკის განკარგულებაში მითითებულია მოსკოვის წითელი მოედნის კოორდინატები.

რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის დროებით შეწყვეტასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა: „სიამოვნებით გაცნობებთ, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ომში გამოცხადდება ცეცხლის სამდღიანი შეწყვეტა. მოთხოვნა უშუალოდ ჩემი მხრიდან იქნა დაყენებული, დიდად ვაფასებ, რომ მას დაეთანხმნენ“.