სილამაზის სალონებისა და ესთეთიკური ცენტრების მონიტორინგი

08 მაი 2026

სილამაზის სალონებისა და ესთეთიკური ცენტრების სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის მონიტორინგი დაიწყო.

ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად, დეზინფექციისა და სტერილიზაციის რეჟიმს, სახიფათო ნარჩენების შეგროვებასა და პერსონალის ჰიგიენის წესების დაცვას ამოწმებს.

ბათუმის ტერიტორიაზე, ამ ეტაპზე 300-ზე მეტი სილამაზის სალონი ფუნქციონირებს.

უწყების ინფორმაციით, სანიტარული ზედამხედველობა კანონის შესაბამისად შერჩევითობის პრინციპით ხორციელდება.