08 მაი 2026
,,თავისუფლება სინდისის პატიმრებს“ ამ და სხვა გზავნილებით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ბათუმში.
აქციის მონაწილეებმა საპროტესტო მსვლელობა მოაწყეს, რომელშიც სხვადასხვა ქალაქიდან ჩამოსული მოქალაქეები მონაწილეობდნენ. ისინი დედაქალაქში მიმდინარე აქციების დროს დაკავებულთა ოჯახების მხარდასაჭერად შეიკრიბნენ.
საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები აცხადებენ, რომ ისინი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს არ ეთანხმებიან და აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების პატიმრობას უკანონოდ მიიჩნევენ. მათი თქმით, მსგავსი საპროტესტო გამოსვლები გაგრძელდება.