დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებთან შეხვედრა საპატრიარქოში

08 მაი 2026

საქართველოს საპატრიარქოში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებთან შეხვედრა გაიმართა.

მშობლებმა საპატრიარქოს სამი ძირითადი თხოვნით მიმართეს: ხელისუფლებასთან შუამდგომლობა, მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტებისთვის ფინანსური და სამედიცინო დახმარების გაწევა, ასევე სპეციალური ფონდის შექმნა, სადაც მსურველები თანხის ჩარიცხვას შეძლებენ.

მშობლების განცხადებით, საპატრიარქოს წარმომადგენლები დახმარებისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ. მათი თქმით, მომავალში კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება, სადაც საკითხების დეტალურად განხილვა იგეგმება.