08 მაი 2026
ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე დღეს დილით ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრას ოპოზიციური ალიანსის ლიდერები, „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი ბადრი ჯაფარიძე, პარტია „გახარია საქართველოს წევრი ანა ბუჩუკური და საქართველოში ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ესწრებოდნენ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ოპოზიციონერმა ლიდერებმა აღნიშნეს, რომ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ ამერიკელი პარტნიორები საქმის კურსში არიან.