08 მაი 2026
12 ადამიანი დაიღუპა ლიბანში ისრაელის საჰაერო იერიშის შედეგად. ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტის მიუხედავად, ბოლო 24 საათის განმავლობაში ისრაელის მიერ სამხრეთ ლიბანზე განხორციელებული დარტყმების შედეგად 37 ადამიანი დაშავდა.
„სიენენის“ ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლისა და ისრაელის წყაროს ცნობით, ისრაელსა და ლიბანს შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი ვაშინგტონში 14-15 მაისს არის დაგეგმილი.