გაერო-ში ირანის ელჩის განცხადება

08 მაი 2026

გაერო-ში ირანის ელჩის განცხადებით, ქვეყანა მზადაა, ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციის თავისუფლება უზრუნველყოს, თუ ომი დასრულდება და აშშ-ის ბლოკადა მოიხსნება. ამირ საიდ ირავანის თქმით, ეს ერთადერთი სიცოცხლისუნარიანი გამოსავალია.

ელჩმა აღნიშნა, რომ ირანი სრულ მზადყოფნაშია აღადგინოს ნორმალური საზღვაო მიმოსვლა. ამასთან, საიდ ირავანიმ გააკრიტიკა აშშ და მისი სპარსეთის ყურის მოკავშირეები, რომელთაც თეირანს შესთავაზეს „არასრულყოფილი, ცალმხრივი და პოლიტიკურად მოტივირებული რეზოლუციის პროექტი ჰორმუზის სრუტესა და მის გარშემო არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით“.

ელჩმა გაერო-ს წევრ ქვეყნებს მოუწოდა, რეზოლუციას მხარი არ დაუჭირონ.