საქართველოში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება დიპლომატიის აკადემია შეიქმნება

08 მაი 2026

მთავრობის გადაწყვეტილებით საქართველოში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება საქართველოს დიპლომატიის აკადემია შეიქმნება - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

ირაკლი კობახიძის განცხადებით, არსებული სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების შესაბამისი ფაკულტეტები დიპლომატებისთვის სათანადო ცოდნისა და უნარების მიცემას ვერ უზრუნველყოფენ.

პრემიერის თქმით, საქართველოს დიპლომატიის აკადემია უწყებრივი დაქვემდებარებით ხელს შეუწყობს მაღალი კვალიფიციური დიპლომატიური კადრების მომზადებას და ასევე სწავლებისა და კვლევის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფას.