გიორგი შერმადინის „ტენერიფე“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ვერ გავიდა

08 მაი 2026

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გიორგი შერმადინის „ტენერიფე“ „რიტასთან“ 69:87 დამარცხდა და ფინალში ვერ გავიდა.

შეხვედრა დაძაბული გამოდგა, მაგრამ ესპანურმა გუნდმა ბოლო პერიოდი 9 ქულით წააგო, რაც გადამწყვეტი გამოდგა. გიორგი შერმადინმა 22 წუთში 10 ქულა, 7 მოხსნა და 1 პასი დააგროვა.

 „ტენერიფე“ ჩემპიონთა ლიგაზე 9 მაისს, მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ითამაშებს, მისი მეტოქე "უნიკახა" იქნება. ჩემპიონთა ლიგის ფინალში იმავე დღეს, "რიტასი" და ბერძნული "აეკი" შეხვდებიან.