ხვიჩა კვარაცხელია ლიგის სიმბოლურში

08 მაი 2026

„პარი სენ-ჟერმენის“-ის ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალების კვირის სიმბოლურ გუნდში დაასახელეს, რჩეულები უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა შეარჩია. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მთავარი როლი ითამაშა „ბაიერნთან“ მიუნხენში გამართულ საპასუხო შეხვედრაში.

მე-3 წუთზე კვარაცხელიას წამოწყებული და განვითარებული შეტევა უსმან დემბელემ დააგვირგვინა და ის გოლი გაიტანა, რომელმაც პარიზელებს ფინალის საგზური მოუტანა. ქართველი თავდამსხმელი უეფა-მ სიმბოლურ გუნდში ზედიზედ მეოთხედ შეიყვანა.

კვარაცხელია ლიგის ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც საგოლე მოქმედებით - გოლი ან პასი თავი პლეიოფის ზედიზედ შვიდ მატჩში გამოიჩინა.

სულ ხვიჩას ანგარიშზე მიმდინარე ტურნირზე უკვე 10 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა.