08 მაი 2026
საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე გურამ ლორთქიფანიძის სახელობის ტურნირის ფინალს ვეტერან ფეხბურთელ გოჩა ჯამარაულთან ერთად დაესწრო. ფინალში ერთმანეთს საფეხბურთო კლუბები - „გლდანი“ და „იბერია 1999“ დაუპირისპირდნენ.
შეხვედრა „გლდანის“ გამარჯვებით, ანგარიშით 1:0, დასრულდა.
ტურნირი 15 წლამდე ფეხბურთელებს შორის მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობას ოთხი საფეხბურთო კლუბი იღებდა, კერძოდ: „ინტერის “ აკადემია, „იბერია 1999“, თბილისის „დინამო“ და „გლდანი“. ტრაგიკულად გარდაცვლილი ფეხბურთელის სახელობითი ტურნირი 1989 წლიდან მოყოლებული ყოველწლიურად იმართება.