ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, საკრუიზო გემზე „ჰანტავირუსის" გავრცელება პანდემიის დაწყებას არ ნიშნავს

08 მაი 2026

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, საკრუიზო გემზე „ჰანტავირუსის“ გავრცელება პანდემიის დაწყებას არ ნიშნავს. ჯანმოს ეპიდემიისა და პანდემიისთვის მზადყოფნისა და პრევენციის დირექტორის თქმით, ეს ვირუსი „კოვიდ19-გან“ განსხვავდება, რადგან „ჰანტავისური“ ვრცელდება მხოლოდ ახლო კონტაქტით. როგორც ცნობილია, საკრუიზო გემზე თავდაპირველად 28 ქვეყნის 150-მდე მგზავრი და ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა. ამჟამად გემზე მყოფი პირების მოძიება და კონტროლი მიმდინარეობს. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თქმით, საერთო ჯამში, „ჰანტავირუსის“ ხუთი შემთხვევა დადასტურდა. სამი ადამიანი – ჰოლანდიელი წყვილი და გერმანიის მოქალაქე – გარდაიცვალა.