ურსულა ფონ დერ ლაიენსა და დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

08 მაი 2026

ევროკომისიის პრეზიდენტსა და აშშ-ის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

ურსულა ფონ დერ ლაიენმა საუბარი დადებითად შეაფასა და განაცხადა, რომ დონალდ ტრამპთან ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება და რეგიონულ პარტნიორებთან ევროპის მჭიდრო კოორდინაცია განიხილა. 

ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ აშშ-თან ერთად იზიარებს პოზიციას, რომ ირანს არასდროს უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი.