08 მაი 2026
ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ, ჩრდილოეთ მაკედონიაში დემოგრაფიული მდგრადობის საკითხებზე გამართულ საერთაშორისო მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ჩრდილოეთ მაკედონიის პრემიერ-მინისტრმა,ჰრისტიან მიცკოსკიმ გახსნა. ღონისძიებაზე მონაწილეებს სიტყვით მიმართა ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა.
კონფერენციის მთავარი თემა, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის მინისტრები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ დემოგრაფიული ცვლილებების პირობებში მდგრადი, ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკის გაძლიერება იყო.
მიხეილ სარჯველაძემ პანელურ დისკუსიაზე ამ მიმართულებით საქართველოს გამოცდილებასა და მიმდინარე რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ დემოგრაფიულ გამოწვევებზე საპასუხოდ საქართველო ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სისტემების გაძლიერებაზე მუშაობს. მინისტრმა ისაუბრა ასევე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე და აღნიშნა, რომ პროგრამამ მნიშვნელოვანი შედეგები მოიტანა დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის მიმართულებით.
მისივე თქმით, ჯანდაცვის სისტემაში განსაკუთრებული აქცენტი პირველადი ჯანდაცვისა და ქრონიკული დაავადებების მართვის გაძლიერებაზე კეთდება, რაც ხანდაზმულ მოსახლეობას უფრო ხანგრძლივი, ჯანმრთელი და დამოუკიდებელი ცხოვრების შესაძლებლობას აძლევს.