08 მაი 2026
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 4 პირი დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, დაკავებულებმა სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, ტრაილერში დამალვის გზით, ასევე, ქვეითად უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარი და საქართველოში შემოვიდნენ.
საიმიგრაციო პროცედურების გატარების შემდეგ, სამი ბრალდებული გაძევებულია ქვეყნიდან, ხოლო მეოთხეს მიმართ გამოძიება მიმდინარეობს.