ნარკოდანაშაულისთვის 9 პირი დააკავეს

08 მაი 2026

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით,  სხვადასხვა დროს აჭარაში 9 პირი დააკავეს. დაკავებულებს შორის არიან, როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

სამართალდამცველებმა აჭარაში, ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილების  ჩხრეკის შედეგად, ასევე, სხვადასხვა ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის  ნარკოტიკული საშუალება.

დანაშაული  20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.