08 მაი 2026
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე საქართველო-აშშ-ს ურთიერთობებსაც გამოეხმაურა. მისი თქმით, ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ კარგად იცის საქართველოს ხელისუფლების პოზიცია და ისიც, თუ რა არის გასაკეთებელი აშშ-ის მხრიდან, რომ ურთიერთობები გადაიტვირთოს.
შალვა პაპუაშვილის იმედოვნებს, რომ სათანადო ნაბიჯები გადაიდგმება.
პაპუაშვილის თქმით, როდესაც ქართული მხარე ამბობს სიტყვა პარტნიორობას, არ გულისხმობს დაბრუნებას და აღდგენას, არამედ თვისებრივად ახალი პარტნიორობის ჩამოყალიბებას, რომელიც დამყარებული იქნება ორივე ერის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებაზე.