08 მაი 2026
4 ოქტომბრის საქმეზე განაჩენი არის ტესტი პაველ ჰერჩინსკის ევროპულობაზე, ვნახოთ, ჩააბარებს თუ არა - ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ 4 ოქტომბრის საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებულ განაჩენთან დაკავშირებით გააკეთა. მისი თქმით, ქართული მხარე ევროკავშირის ელჩისგან კომენტარს ელოდება.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის საქმეზე გადაწყვეტილება გუშინ გამოაცხადა.
ბრალდებულებს, პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძესა და პაატა მანჯგალაძეს შვიდ-შვიდი წლით პატიმრობა მიესაჯათ.