მონტენეგროში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი გრძელდება

08 მაი 2026

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი მონტენეგროში ქალაქ ბუდვაში გრძელდება. ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეების პირველი სამიტის ფარგლებში შალვა პაპუაშვილი დღეს ორმხრივ შეხვედრებს მართავს. დღეს პარლამენტის თავმჯდომარე ალბანეთისა და ბოსნია და ჰერცოგოვინას სპიკერებს ხვდება.

სამიტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სიტყვით გამოვიდა, მან ყურადღება გაამახვილა გეოპოლიტიკურ დაძაბულობასა და მოშლილ საერთაშორისო სისტემაზე, ასევე ისაუბრა რეგიონული ფორმატების უნიკალურ შესაძლებლობაზე, უკეთესობისკენ შეცვალონ რეალობა.

შალვა პაპუაშვილი გუშინ მასპინძელი ქვეყნის მონტენეგროსა და მალტის სპიკერებს შეხვდა, ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის ურთიერთობაზე.