ღვინის ეროვნული დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია

08 მაი 2026

ღვინის ეროვნული დღის ფარგლებში თბილისში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია იმართება. ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა მიმართეს. 

გამომსვლელებმა აღნიშნეს, რომ ღვინის ეროვნული დღე ქართველების იდენტობის, კულტურული მემკვიდრეობისა და მრავალსაუკუნოვანი ისტორიის სიმბოლოა, რომელმაც საქართველო მსოფლიო რუკაზე ღვინის სამშობლოდ მონიშნა. 

კონფერენციის მონაწილეები განიხილავენ მსოფლიო ღვინის სექტორის მდგომარეობას, არსებულ გამოწვევებს, ბაზრების სპეციფიკას, ასევე ევროპის, აზიისა და აშშ-ის საექსპორტო ბაზრებს და აღნიშნულ ბაზრებზე დამკვიდრების გზებს. კონფერენციის ფარგლებში გაიმართება დისკუსია „საქართველო - ღვინის ცივილიზაციის სამშობლო“.

კონფერენციის მუშაობაში საქართველოს ღვინის ინდუსტრიისა და სამეცნიერო წრის წარმომადგენლებთან ერთად  ღვინის სექტორში მოღვაწე უცხოელი პროფესიონალები მონაწილეობენ. 

ღვინის ეროვნული დღე საქართველოში ყოველწლიურად 8 მაისს აღინიშნება.