სოფელ სკურას საჯარო სკოლაში ქურდობა მოხდა - წაღებულია კომპიუტერული ტექნიკა

08 დეკ 2025

ქობულეთის, სოფელ სკურას საჯარო სკოლაში ქურდობა მოხდა. წაღებულია კომპიუტერული ტექნიკა. 

სამართალდამცავებმა ამოიღეს კამერების ჩანაწერები და გამოკითხეს სკოლის ადმინისტრაცია. 

მომხდარის გამო  საგაკვეთილო პროცესი არ შეფერხებულა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.