8 მაისს საქართველოში ღვინის ეროვნული დღე აღინიშნება

08 მაი 2026

8 მაისს საქართველოში ღვინის ეროვნული დღე აღინიშნება. ღონისძიება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და მთავრობის გადაწყვეტილებით დაწესდა.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართება კონფერენცია, ღვინის დეგუსტაციები და კულტურული აქტივობები. სპეციალურად ამ დღისთვის საქართველოს ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) გენერალური დირექტორი ჯონ ბარკერი ეწვევა.

ღონისძიება თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში მუსიკალურ-თეატრალური წარმოდგენით დასრულდება.